უგემრიელესი კექსის გამოცდილი რეცეპტი გამოუცდელი კულინარებისთვის!

IMG_3010

ამ კექსის რეცეპტს რამოდენიმე წლის წინ წავაწყდი “The modern baker”-ის წიგნში. გამოდგება როგორც საბაზო რეცეპტი სხვადასხვა ჩირებითა და თხილეულის კექსების მოსამზადებლად. კექსის ცომი  ინგრედიენტების ამ თანაფარდობით იდეალური კონსისტენციის გამოდის. შეგვიძლია ფორმების თითქმის პირამდე გავსება, ცომი არ გადმოვა და არ დაგვისვრის ღუმელს. ამავე დროს კექსს გულში აქვს ნაზი და ნოტიო სტრუქტურა.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

2 ჭიქა ფქვილი;

2 ჩ. კ. საცხობი ფვნილი;

1/2 ჩ. კ. მარილი;

100 გრ. კარაქი;

2/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი;

2 ცალი დიდი ზომის ქათმის კვერცხი;

3/4 ჭიქა რძე;

2 ჩ. კ. ვანილის ნაყენი (ან ერთი პაკეტი ვანილინი ან საუკეთესო შემთხვევაში ერთი ვანილის წკირი);

1 ჭიქა მსხვილად დაჭრილი გარგარის ჩირი (ნებისმიერი სხვა ჩირი ან ცუკატი);

1 ჭიქა დაჭრილი და მოხალული ნიგოზი (ან ნებისმირი სხვა სახეობის თხილი);

მომზადების წესი:

ცომი მზადდება სტანდარტულად. მიქსერში ვთქვეფთ ოთახის ტემპერატურის კარაქს, ვუმატებთ შაქარს

IMG_2998

და ვაგრძელებთ თქვეფას. სათიტაოდ ვამატებთ კვერცხებს 15 -20 წამიანი ინტერვალებით.

IMG_2999

მიღებულ მასას ვუმატებთ ვანილსა და მარილს. ნელნელა ვასხამთ რძეს. ცალკე ჯამში შევუიოთ ფქვილი და საცხობი ფხვნილი.

IMG_3001

დავუმატოთ ათქვეფილ მასას და ხელით მოვურიოთ ფქვილის გახსნამდე (ბევრი არევა არ არ არის რეომენდირებული).

IMG_3002

ბოლოს კი ვამატებთ ნიგოზსა და ჩირს. კიდევ ერთხელავურევთ. შესაბამის ფორმებს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

IMG_3004

ჩავდოთ ცომი ფორმებში და მოვათავსოთ 180 გრადუსზე  წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 50-55 წუთით. ცხობის დრო დამოკიდებულია ფორმის ან ფორმების ზომაზე, ამიტომ მზადყოფნას ყოველთვის ვამოწმებთ ხის ჩხირით, რომელიც კექსში ჩარჭობის შედეგად მშრალი უნდა ამოდიოდეს.

IMG_3013

გემრიელად მიირთვით. 

ავსტრიული კუგლოფი “Gugelhopf”

მეგობარმა მითხრა, რომ ავსტრიული ნამცხვრების კვირეული იწყება სადღაც

IMG_7364copy(ამ ფოტომ მომანდომა მეც გამეკეთებინა)

და გადავწყვიტე მეც რამე ავსტრიული გამეკეთებინა. რადგან დიდი ხანია არ მიჭამია საფუარის ცომზე დამზადებული უგემრიელესი ცომისგან გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმი არჩევანი ეგრევე კუგლოფზე შევაჩერე. ცომის მომზადებას ორი დღე უნდა ასე რომ მოიმარაგეთ მოთმინება და რა თქმა უნდა ხარისხიანი ინგრიდიენტები 🙂

400 გრ. ფქვილი
240 გრ. კვერცხი (დაახლოებით 4-5 ცალი გამოდის)
10 გრ. მარილი (სასურველია ფლერ დე სელ)
40 გრ. შაქარი
20 გრ. რძე
15 გრ. ახალი საფუარი ( “ცოცხალი დროჟჟი”)
240 გრ. ნაღების კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
96 გრ. ქიშმიში (რამოდენიმე საათით დამბალი კონიაკში ან კუანტროში)
40 გრ. ნუში (დაჭრილი საშუალოდ)

სიროფი:
750 გრ. წყალი;
450 გრ. შაქარი;
1 ჩ. კ ფლერ დ’ორანჟი (მე ვერ  ვიშოვე და ფორთოხლის ცედრა გამოვიყენე)

კარაქი ნიგვზის არომატით:
300 გრ ნაღების კარაქი.

შაქრის პუდრი მოსაყრელად

მოვამზადოთ ცომი. მიქსერის ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, კვერცხი, შაქარი და მარილი.

IMG_2937

ავთქვიფოთ მიქსერის ბრტელი სათქვეფით,

Standalone_1175X1290

თავიდან ნელა ხოლო შემდეგ კი საშუალო სიჩქარით. 5 წუთის განმავლობაში. ეტაპობრივად დავამატოთ დაფშვნილი საფუარი. შეცვალეთ მიქსერის ბრტელი სათქვეფი კაუჭათი

31WHD0P307Lდაბალ სიჩქარეზე ვზიოთ კიდევ 15 წუთი და ეტაპბრივათ შევაზილოთ კარაქი. შედეგად უნდა მივიღოთ ელასტიური რბილი ცომი.

IMG_2940

მოვათავსოთ თავდახურულ ქვაბში, დავდოთ სითბოში 2 საათით. ამის შემდეგ შევურიოთ ნუში და კონიაკში გაჟღენთილი გადაწურული ქიშმიში. გავაჩეროთ კიდევ 1 საათი.

IMG_2945

შემდეგ კარგად მოვზილოთ და ჩავდოთ მაცივარში ერთი ღამით.

მეორე დღეს მოვათავსოთ კარაქწასმულ ფორმაში.

IMG_2959მოვათავსოთ თავდახურული თბილ ადგილას 2 საათით. ამასობაში გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე და შევდგათ ჩვენი კუგლოფი. 10 წუთის შემდეგ ან როდესაც კუგლოფის ზედაპირი ოქროსფერი გახდება ტემპერატურა შევამციროთ 170 გრადუსამდე და გამოვაცხოთ დამატებით 30 წუთი. გამზადებული კუგლოფი ამოვიღოთ ფორმიდან და დაველოდოთ გაგრილებას.

ამასობაში მოვხარშოთ სიროფი. უბრალოდ მოვათავსოდ ყველა ინგრედიენტი სამაოდ განიერ ჯამში და წამოვადუღოთ შაქრის სრულ გახსნამდე. სქელი რეზინის ხელთათმანებით ისე რომ ხელი არ დაგვეწვას კუგლოფი 1-2 წამით მოვათავსოთ სიროფში თავდაყირა. ამოვიღოთ, გადავატრიალოთ, დავდოთ ლამბაქზე და მოვათავსოთ მაცივარში 15 წუთით. ამასობაში მოვამზადოთ არომატული კარაქი. 300 გრამი ნაღების კარაქი მოვათავსოთ სოუსის ქვაბში სქელი ძირით და გავაცხელოთ. კარაქი დაიწყებს დუღილს უნდა დაველოდოთ ამ პროცესის დასრულებას არ მოვურიოთ! შევნიშნავთ რომ ძირზე დაილექება შავი ნამწვი ხოლო კარაქი კი მიიღებს გამჭვირვალე მოყავისფრო ფერს და სასიამოვნო თხილ-ნიგვზის არომატს შეიძენს გადმოვდგათ ქურიდან. კუგლოვი მოვათავსოთ დაბდისებრ ყვერბზე თავდაყირა ქვევიდან კი რამე განიერი ჯამი შევუდგათ.  კარაქი გავფილტროთ წვრილ ბადეში და მოვასხათ კუგლოფს.

IMG_2973

დაველოდოთ ზედმეტი კარაქის ჩამოწურვას კუგლობი ისევ გადავაბრუნოთ მოვათავსოთ თეფშზე და შევდგათ 2 წუთით მაცივარში. მოვაყაროთ შაქარის პუდრი და გემრიელად მივირთვათ:)

IMG_2975

ემილი დიკინსონის საშობაო კექსი

ამ პოსტში შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივი პოეტესის ემილი დიკინსონის რეცეპტს, მაგრამ სანამ ცხობაზე გადავალთ მინდა ორიოდ სიტყვით მოგითხროთ ამ ექსტრაორდინალური ადამიანის შესახებ. შესაძლოა ზოგიერთ თქვანგანს წაკითხული გაქვთ ტრაგიკული პოეტესის შემოქმედება. ემილი წერდა ლექსებს თვითონვე კინძავდა პატარა წიგნებად, ხოლო თავისუფალ დროს კი სეირნობდა ქალაქის ბაღებში უცვლელად თეთრ კაბაში ან აცხობდა კექსებს. თავისი უჩვეულო ქცევის გამო მან მალე მიიღო ქალაქის კოლორიტული “გიჟის” სტატუსი და თავისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში იგი სახლიდან აღარც გადიოდა. აცხობდა კექსებს რომლსებსაც აწყობდა კალათებში და ქუჩაში თოკით უშვებდა ბავშვებისთვის. ყველა შემოქმედი ადამიანი რომელიც განსხვავდება საზოგადოებისგან ხშირად გამოეყოფა მას.

Image

ისინი ცხოვრობენ თავის იზოლირებულ სამყაროში და დანარჩენ მსოფლიოსთან თავისი შემოქმედების საშუალებით ამყარებენ კონტაქტს. იქნება ეს მათი ნახატები, ლექსები თუ კულინარიული შედევრები ამ არაჩვეულებრივი კექსის სახით, რომელიც დღესაც ისეთივე გემრიელია როგორც ასი წლის წინ იყო.

უცნობია რამ უბიძგა ემილის კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ. მკაცრმა რელიგიურმა აღზრდამ, უახლოესი ოჯახის წევრების დაკარგვამ თუ განშორებამ საყვარელ ადამიენბთან, მაგრამ იგი ათეული წლები არ ტოვებდა საგვარეულო სახლს და სკუთარი მამის დასაფლავებასაც კი თავისი საძინებლის კარს მიღმა უსმენდა. 1800 ლექსიდან მისი სიცოცხლის განმავლობაში გამოქვეყნდა 8. “THAT Love is all there is, Is all we know of Love”- (“სიყვარული ეს არის ყვეკლაფერი, და ეს ყველაფერია რაც ვიცით მის შესახებ”) ამბობდა ემილი.  არ მინდა ამ ქალბატონის ტრაგიკული ისტორიით ხასიათი წაგიხდინოთ, მაგრამ ეს რეცეპტი იმსახურებდა ორიოდ სიტყვით გცოდნოდათ მისი შემქმნელის შესახებ. ემილის კექსის მოსამზადებლად სხვა ინგრედიენტებთან ერთად ჩვენ ყველაზე მთავარი რამ დაგვჭირდება. ეს მოთმინება გახლავთ. მიუხედავად იმისა რომ კექსის დაგემოვნება გამოცხობის თანავე შეიძლება არაფრით არ აჰყვეთ ცდუნებას და ზედმიწევნით შეასრულეთ ჩემი ინსტრუქციები. კექსს სჭირდება დრო, რომ სრულად გაიჟღინთოს რომის არომატული ნაზავით, ხოლო სხვადასხვა ხილის ჩირმა კი თავისი საოცარი გემო მისცეს ბისკვიტს. ამას ყველაფერს არც მეტი არც ნაკლები სამი კვირა ესაჭიროება. ამ სამი კვირის განმავლობაში კექსი მოთავსებულია მაცივარში. იგი გახვეულია არომატული სითხით გაჟღენთილ ქსოვილსა და ალუმინის ფოლგაში. ჩვენ კი პერიოდულად ვამოწმებთ ქსოვილს და გაშრობის შემთხვევაში ხელახლა ვნამავთ მას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ემილი დიკინსონის საშობაო კექსს იმ სახით როგორითაც იგი უმასპინძლდებოდა გამვლელებს 1870 წელს ქალაქ ამჰერსტში.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

სიროფისათვის:
I ნაწილი:
500 მლ ერლ გრეი დასაყენებელი ჩაი;
II ნაწილი:
80 გრ. შაქარი;
50 გრ წყალი;
2 ფორთოხლის წვენი;
50 გრ. კონიაკი

ხილი:
85 გრ ქიშმიში (საშუალო ზომის);
60 გრ. შტოშის ჩირი (იგივე Cranberry ანუ Клюква თუ სადმე იშოვით მეც მასწავლეთ);
60 გრ. კურაგა (გარგარის ჩირი);
60 გრ. შავი ქლიავის ჩირი დაჭრილი ქიშმიშის ზომაზე;
60 გრ. ლეღვის ჩირი დაჭრილი ქიშმიშის ზომაზე;
60 გრ. ფორთოხლის ან ლიმონის ცუკატები  დაჭრილი ქიშმიშის ზომაზე;
1 ფორთოხლის ცედრა;
1 ლიმონის ცედრა;
1 ვანილის წკირი (თესლის გარეშე, თესლი ცომისთვის დაგვჭირდება)
50 მლ. კონიაკი;

ცომი:
302 გრ, ფქვილი
1/4 სუფრის კოვზი სოდა ამდენივე ძმრით.
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ჯავზის კაკალი
1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
1/2  ჩაის კოვზი დაფქვილი  მიხაკი
1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი კოჭა
1/4 ჩაის კოვზი დაფქვილი კარდამონი
1 ვანილის წკირის თესლი
302 გრ. ნაღების კარაქი 82%
302 მუქი ყავისფერი შაქარი (საუკეთესო იქნებოდა მუსკოვადო თუ იშოვით მომწერედ სად 🙂 მუსკოვადო გამოირჩევა სველი კონსისტენციით)
6 კვერცხი
80 მლ. კონიაკი;
80 მლ. მელასა ანუ ჭარხლის ბადაგი wikipedia   (მე საბედნიეროდ  მაქვს სცადეთ ჩანაცვლება თაფლით ან კარგად დადუღებული ყურძნის ბადაგით)

გასაჟღენთად:
რომი “კაპიტანი მორგანი შავი” ან “კაპიტანი მორგანი სპეციალური რეზერვი”

მომზადების წესი საკმაოდ მარტივია:

შეურიეთ ცუკატები, ხილი, კონიაკი ღრმა ჯამში. დააყენეთ მუქი ჩაი და დაასხით ხილის ნარევს.

IMG_2944

გააჩერეთ 4-6 საათი.  შემდეგ მოვადუღოთ სიროფი: ფორთოხლის წვენი და შაქარი, ვანილის წკირი, წყალი წამოვადუღოთ შაქრის გახსნამდე. ოდნავ გავაგრილოთ დავამატოთ კონიაკი და ჩავასხათ ხილიან ჯამში. ჯამს გადავაკრათ საკვები პოლიეთილენის ლენტი და გავაჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში თავმოუხდელად.

მეორე დღეს მოვხსნათ პოლიეთილენი და გადავწუროთ.

IMG_2956

გავამზადოთ ცომი. მიქსერში ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი. შემდეგ დავუმატოთ შაქარი.

IMG_2966

კრემისებრი კონსისტენციის მიღების შემდეგ სათითაოდ ვამატებთ კვერცხს 20 წამიანი ინტერვალებით და გამუდმებით ვთქვეფთ. შემდეგ ვამატებთ მელასას,

IMG_2967

კონიაკს, სოდას ძმრით და ვწყვეტთ თქვეფას. მიღებულ მასას დავუმატოთ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები და ხელით ავურიოთ ფქვილის გახსნამდე.  ზელვა ზედმეტი არ მოგივიდეთ ! . მხოლოდ ამის შემდეგ ვამატებთ ხილს.

IMG_2969

კიდევ ერთხელ კარგად ვურევთ, ვათავსებთ საცხობ ფორმაში

IMG_2972

და ვაცხობთ 150 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 2-2,5 საათის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ კექსი დაბალ ტემპერატურაზე დიდი ხანი იყოს ღუმელში. თუ შევნიშნავთ რომ თავი შეიძლება მიგვეწვას გადააფარეთ მას ფოლგა. მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირის საშუალებით.

IMG_2976

გაგრილებული კექსი გაახვიეთ რომში დასველებულ ქსოვილში, შემდეგ ალუმინის ფოლგაში და მოათავსეთ მაცივარში სამი კვირით. ამ დროის განმავლობაში პერიოდულად შეამოწმეთ მარლა და გაშრობის შემთხვევაში ხცელახლა დანამეთი იგი რომით ან კონიაკით. სამი კვირის შემდეგ ფააგემოვნეთ კექსი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში 🙂 გმადლობთ.

დაპირებული ფოტო 3 კვირის შემდეგ 🙂

 

IMG_3024რაც შეეხება გემოს, ნამდვილად ღირსია ეს კექსი 3 კვირიანი მოლოდინის.

P.S. ყველა ჩემი მეგობრის საყურადღებოდ ვინც ვერ მოახერხა გასინჯვა.

ერთ კვირაში ჩამოვალ გერმანიიდან და სააღდგომოდ ვაპირებ განმეორებით მოვამზადო ეს უგემრიელესე დესერტი. ასე რომ ვინც პირველ პარტიაზე ვერ მოახერხეთ მოსვლა გელით შემდეგ ჯერზე 😉

 

კლასიკური ამერიკული ვაშლის ნამცხვარი / Apple pie

ერთი წელი გავიდა ჩემს ბლოგზე ბოლო პუბლიკაციიდან. სამწუხაროა რომ დროის უქონლობის გამო ვერაფერი ახალი ვერ გაგიზიარეთ თუმცა ბევრი საინტერესო კერძი დამიგროვდა თქვენთვის. დღეს შემოგთავაზებთ კლასიკურ ვაშლის დახურულ ტარტს.

IMG_2888
ეს ნამცხვარი ბევრ ქვეყანაში მაქვს გასინჯული ყველგან განსხვავებული მაგრამ თავისებურად გემრიელია ვაშლის დახურული ტარტი. ამსტერდამში კაფე Winkel-ი 1983 წლიდან მხოლოდ ამ ნამცხვრებზე სპეციალიზირდება. http://www.youtube.com/watch?v=1AGTzLiF1FA
თუ მოხვდებით ამსტერდამში ნამდვილად გირჩევთ შეიაროთ. არ ინანებთ!
Winkel  Cafe, Amsterdam: Apple Pie
ნამცხვრის მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება:

ცომი:
300 გრამი კარაქი
450 გრამი ფქვილი
150 გრამი ცივი წყალი
ცოტაოდენი მარილი

გული:
7 საშუალო ზომის მწვანე ვაშლი ან ნებისმიერი მაგარი ჯიშის ვაშლი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 ვანილის წკირი
300 გრამი ყავისფერი შაქარი ან 200 გრამი ყავისფერი შაქარი და 100 გრამი ანანასის ჯემი (ნებისმიერი ხილის ჯემი თქვენი გემოვნების შესაბამისად)
3 სუფრის კოვზი სახამებელი (უმჯობესია სიმინდის)

მომზადების წესი:
ვიწყებთ ცომით. სამზარეულოს კომბაინში შევურიოთ ყველა ინგრედიენტი. ცომის რეცეპტი საკმაოდ მარტივია მთავარი პირობაა რომ კარაქი და წყალი იყოს ახალ ამოღებული მაცივრიდან. როგორც კი შევნიშნავთ, რომ კომბაინში ცომი გუნდებად იკვრება გამოვრთოთ კომბაინი, ხელით გავაკეთოთ გუნდა, მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი, დავაფაროთალუმინის ფოლგა და შევდგათ მაცივარში სანამ გულს მოვამზადებთ.
გული მოსამზადებლად კარგად გავრეცხოთ ვაშლი, გავთალოთ და დავჭრათ 1 სმ. ზომის კუბიკებად. არ შეგვყვეს უხეში კურკები და გულარა. შემდეგ მოვაყაროთ ვანილის წკირის შიგთავსი შაქარი კრახმალი და დარიჩინი. კარგად ავურიოთ.
სტანდარტული ზომის ტარტის ფორმას ზავუსვად კარაქი მოვაყაროთ ფქვილი (ეს პროცედურა აუცილებელია რომ არ ნამცხვარი მიიკრას). ცომი ამოვიღოთ მაცივრიდან გავყოთ ორად და ორივე გუნდა გავაბრტელოთ ისე რომ ცომის კიდეები გადმოდიოდეს ფორმიდან დაახლოებით 2 სანტიმეტრით. მოვათავსოთ ფორმაში გული და დავაფაროთ მეორე იგივე ზომაზე გაბრტყელებული ცომი. ცომის კიდეები შევკრათ და გადავახვიოთ. თითით მივცეთ ტარტის კიდეებს კლასიკური სახე. შესაძლებელია მორჩენილი ცომის ზოლებით ლამაზი წნულის გაკეთება ზედაპირზე (ისე როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები). წავუსვათ ზედაპირზე კვერცხის გული. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 175 გრადუსზე 1 საათი და 30 წუთი.

გაგრილების შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში 1-2 საათით და ნამცხვარი მზად არის.

IMG_2885
გემრიელად მიირთვით.

„Boeuf Bourguignon” ბეფ ბუგინიონი!

დღეს წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ ხორცის მომზადების რეცეპტს ფრანგულად, ამერიკელი მზარეულის ჯულია ჩაილდის მიხედვით.

128

კერძი არაჩვეულებრივად გემრიელი გამოდის და ნამდვილად დაამშვენებს საშობაო სუფრას. რეცეპტში მითითებული რაოდენობა 6-7 პერსონაზეა გათვლილი. მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

ძროხის ხორცი (რბილი) – 1.2 კგ;
ბეკონი (ღორის გვერდის შაშხი) – 160 გრ (მე პიდადად ეს რაოდენობა 500 გრამამდე მდე გავზარდე);
სოკო შამპინიონი 900 – გრ;
სტაფილო – 1 ცალი;
ხახვი წვრილი ეგრედ წოდებული მარგალიტები – 18 ცალი ფუჩეჩ გაცლილი (ამ სახეობას საქართველოში ეხლა ვერ იშოვით ისე რომ 10 ჩვეულებრივი საშუალო ზომის ხახვი ოთხად გაჭრილი);
ნიორი – ორი თავი;
დაფნის ფოთოლი – 2 ცალი;
ოხრახუში – 1 ღერო;
თიმუსი – ნახევარი ჩაის კოვზი;
წითელი მშრალი ღვინო მარინადისთვის – ხორცის დასაფარად შესაბამისი რაოდენობის;
ხორცის ბულიონი;
მარილი;
პილპილი;
ფქვილი – 2 სუფრის კოვზი;
ტომატი – 1 სუფრის კოვზი.

კერძის მომზადებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან სულაც წინა სარამოს დავჭრათ ძროხის ხორცი 2.5 სმ. კუბიკებად ჩავაწყოთ ჯამში და დავასხათ წითელი ღვინო. ღვინო ხორცს უნდა ფარავდეს. შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ ვიწყებთ კერძის მომზადებას. თქვენ დაგჭირდებათ სქელძირიანი ტაფა ყველა ინგრიდიენტის სათითაოდ მოსახრაკად (ფრანგული ტერმინი სოტე). იმისთვის, რომ ხორცი მოიხრაკოს და არა მოითუშოს დავჭრათ ბეკონი კანის გარეშე 2.5 სმ კუბიკებად.

1

კარგად გავაცხელოთ ტაფა 2 კოვზი ზეითუნის ზეთითა და 2 კოვზი კარაქით, როდესაც ცხიმი ტაფაზე წვას დაიწყებს, მიიღებს ოდნავ მოყავისფრო ფერსა და დამახასიათებელ სუნს გაუშვებს, დავყაროთ ბეკონის ნაჭრების ნაწილი ტაფაზე და კარგად შევანჯრიოთ. შეეცადეთ არ გადაისხათ ცხელი ზეთი და დაბრაწოთ ბეკონი ყველა მხრიდან.

2

მოვათავსოთ თუჯის სქელკედლიან ქვაბში. ყოველი შემდეგი პარტიის შეწვამდე ველოდებით ტაფის გაცხელებას. ბეკონის შემდეგ ვხრაკავთ საქონლის ხორცს. ღვინო უნდა გადავწუროთ სხვა ჭურჭელში და შევინახოთ. ხორცის კუბიკები კი აუცილებლად სათითაოდ უნდა გავამშრალოთ,

IMG_1090

რადგან ზედმეტი სინოტივე აორთქლებისას გააგრილებს ტაფას და ხორცი არ მოიხრაკება. მცირე პარტიებად დავყაროთ ხორცი ტაფაზე ბეკონის გავარვარებულ ცხიმში და მოვხრაკოთ ყველა მხრიდან. დავამატოთ საქონლის ხორცი ქვაბში ბეკონს. მოვაყაროთ 1.5 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 1.5 ჩაის კოვზი შავი პილპილი, და 3 სუფრის კოვზი ფქვილი კარგად ამოვურიოთ. გავაცხელოთ ღუმელი 250 გრადუსზე. ცხელ ღუმელში მოვათავსოთ ქვაბი თავმოხდილი 10-15 წუთით,

3

ამოვიღოთ ხოლო ღუმელის ტემპერატურა შევამციროთ 170 გრადუსამდე ცელსიუსით. ტაფაზე მოვათავსოთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 დაფნის ფოთოლი და ოხრახუში. ცხელ ტაფაზე დავყაროთ ხახვი და ანალოგიური პრინციპით მოვხრაკოთ ყველა მხრიდან . ხახვი არ უნდა ჩაიშალოს მხოლოდ დაიბრაწოს გარედან. ნიორს მოვჭრათ ფესვები გავაცალოთ მხოლოდ გარე ფუჩეჩი და გავჭრათ შუაზე.

7

დავუმატოთ ნიორი და ხახვი ხორცს. დავასხათ შენახული წითელი ღვინო და ხორცის ბულიონი იმდენი რომ ხორცი დაიფაროს. დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატი, ოთხად გაჭრილი სტაფილო.
ცალკე მარლაში გავახვიოთ 1 დაფნის ფოთოლი და ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი თუმუსი.

22

ჩავაგდოთ ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე თავდახურული. როდესაც კერძ ინტენსიურ დუღილს დაიწყებს მოვათავსოთ ღუმელში 3 საათით. ამასობაში მივხედოთ სოკოს. შამპინიონები კარგად გავრეცხოთ გავჭრათ ოთხად. სოკოს ფეხს ვუტოვებთ თუ სოკო ახალგაზრდაა და ქუდი არ აქვს გაშლილი. თუ ქოლგა გაშლილია ფეხს ვაცილებთ. სოკო უნდა მოიზრაკოს ანალოგიური წესით ცხელ ტაფაზე ზითუნის ძეთსა და კარაქში. სანამ წვენის გაშვებას დაიწყებს. 3 საათის გასვლის შემდეგ ამოვიღოთ ქვაბი ღუმელიდან დავამატოთ მოხრაკული სოკო. ამოვურიოთ და დავაბრუნოთ ღუმელში კიდევ ერთი საათით.

ხორცს გარნირად უხდება ყვერბზე ბეკონთან ერთად კარაქში შემწვარი კარტოფილი.

f

გემრიელად მიირთვით, დაივიწყეთ დიეტა და სხვა სისულელეები.

BON APETIT!

მაშ ასე. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი!

IMG_1068
აი ვალების რა მოგახსენოთ და პურზე შემიძლია ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ :). დავიწყოთ იმით რომ ჩვენი დღევანდელი დღით სწორედ ამ არაჩვეულებრივ პროდუქტს უნდა ვუმადლოდეთ. კაცობრიბა გადარჩენას ნამდვილად მარცვლეულ კულტურებს უნდა უმადლოდეს. ჯანსაღმა ადამიანმა პური ან მაკარონი დღეში რამოდენიმეჯერ ყველა საკვების მიღებისას უნდა მიირთვას. მეცნიერები არ ეთანხმებიანიმ იმ აზრს, რომ თითქოს პური მხოლოდ ენერგეტიკულად მდიდარი პროდუცტია და ჭარბ წონას იწვევს. იგი შეიცავს შეუცვლელ ვიტამინებსა და ბოჭკოებს. მარცვლეულისგან დამზადებული ნაწარმი საკვები როციონის თითქმის ნახევარს უნდა შეადგენდეს. დღესრეობით საქართველოში კარგი პურის ყიდვა მაღაზიებში თითქმის შეუძლებელია ან ძალიან ძვირია. ბევრჯერ მსმენია რომ ქართველებს უთვალავი ჯიშის ხორბალი მოჰყავდათ 🙂 ჩვენ ხომ ყველაფერში “მაგრები” ვართ?! მაგრამ თუ ეს ასეა ისმის კითხვა რატომ არ გვაქვს პურის კულტურა საქართველოში? ის რომ პურის წამა გვიყვარს სულაც არ ნიშნავს კულტურას. თონის პური გემრიელია მაგრამ არც თუ ისე სასარგებლო და ერთი სახეობის პურის ქონა არაფერს ნიშნავს. თუ ვცდები ველი თქვენს კომენტარებს. ამ საკითხში ძირეული კვლევა არ ჩამიტარებია და შენიშვნებს მივიღებ. ამას ყველაფერს გულდაწყვეტით ვამბობ, რადგან ნებისმიერ ევროპის ქალაქში ასეულობით სხვადასხვა სახეობის არაჩვეულებრივ პურს ვხედავ მაღაზიებში. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან საკუთარი თავის შველაა “спасение утопающих дело рук самих утопающих”. ქვემოდ მოცემული ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში გარანტირებულად მიიღებთ უგემრიელეს და სასარგებლო პროდუქტს. ყველაფერი ძალიან მარტივია მთავარია პროცესს მოთმინებით მოვეკიდოთ და არ ავჩქარდეთ. ჩვენ დაგვჭირდება:
თუჯის ქვაბი.
68073831
ქვაბის გარეშე პურს არ ექნება ხრაშუნა ქერქი. თუმცა ყვერბზეც გემრიელი იქნება.

ფქვილი 1 ხარისხის – 600 გრამი
საფუარი მშრალი – 9 გრამი დაახლოებით 2 ჩაის კოვზი
შაქარი – 1 სუფრის კოვზი
ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
მარილი – 2 ჩაის კოვზი
წყალი – 360 გრამი

ეს არის ნებისმიერი პურის საბაზო რეცეპტი. ამ მომენტიდან შეგიძლიათ ნება მისცეთ თქვენს ფანტაზიას და პურს სხვადასხვა არომატიზატორი დავუმატოთ. მაგალითად მზესუმზირის მარცვალი, გოგრის თესლი (გარჩეული), სეზამის მარცვალი, ყაყაჩოს მარცვალი, ნიგოზი, ნუში, ხახვი, ნიორი …. და ასე შემდეგ, ეს სია უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს.

წყალი შეიძლება შეიცვალოს რძითა და მაწვნით ან კვერცხით, ზეითუნის ზეთი კარაქით ან ნებისმიერი სხვა ცხიმით. მთავარია ყოველთვის დავიცვათ მოცემული პროპორცია. და შედეგი არასოდეს გაგანაწყენებთ.

რაც შეეხება მომზადების პროცესს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად მოვიდა ჩვენამდე. წარმატების მთავარი პირობაა ცომის კარგად მოზელვა. ყველა ინგრიდიენტის შერევის შემდეგ ცომი მინიმუმ 10 წუთი უნდა ვზილოთ. ამისათვის სამუშაო ზედაპირზე დავყაროთ ზუსტად გადაწონილი ფქვილი. გავაკეთოთ ჩაღრმავება ჩავყაროთ საფუარი, შაქარი, მარილი, და თანაბრად შევურიუოთ ფქვილს, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ჩაღმავება, და ჩავასხათ წყალი და ზეთი. ნელნელა გვერდებიდან დავიწყოთ ფქვილის ჩაყრა წარმოქმნილ კრატერში და დავიწყოთ ცომის ზელვა.
20120813-knead-book-art-of-baking-bread-kneading-technique
ფოტოზე ნაჩვენები მოძრაობებით 10 წუთის განმავლობაში. თავიდან ცომი ხელებზე მიგვეკრობა მაგრამ რამოდენიმე ხანში იგი ელასტიური და გლუვი გახდება. ზელვის პროცესში გამოიყოფა გლუტენი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კარგი პურის გამოსახცობად. მოზელვის შემდეგ მიღებული გუნდა მოვათავსოთ ფქვილ მოყრილ ჯამში და თავზეც ცოტა ფქვილი მოვაყაროთ. გადავაკრათ ჯამს საკვები პოლიეთილენის ფირი და მოვათავსოთ თბილ ადგილას 2 საათით. ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება. ამის შემდეგ იგი კიდევ ერთხელ უნა მოიზილოს ანალოგიური მოძრაობებით. ამის შემდეგ ცომს ვათავსებთ საცხობ ქაღალდძე ვაყრით ფქვილს და გამოშრომისგან დასაცავათ ვაფარებთ სუფთა ტილოს. ცომი კიდევ ერთი საათი უნდა გავაჩეროთ სითბოში. ამასობაშ გავახუროთ ღუმელი 235 გრადუსზე ცელსიუსით და მოვათავსოთ თავდახურული თუჯის ქვაბი. ნახევარი საათშ ქვაბიც და ღუმელიც საკმაოდ გახურდება. ამოვიღოთ ქვაბი ფრთხილად მოვათავსოთ მასში ჩვენი ცომი თავისი ქაღალდიანად (ტილოს გარეშე :).) დავახუროთ თავსახური და მოვათავსოთ ღუმელში 35-40 წუთით.
IMG_107aaa1
შემდეგ მოვხადოთ თავსახური და კიდევ 10 წუთი გავაჩეროთ. ნუ გეშინიათ არ დაიწვება. შედეგად მიიღებთ არაჩვეულებრივ კნატუნა ქერქს. გაითვალისწინეთ რომ გაჭრამდე პური უნდა კარგად გაგრილდეს!.
IMG_1085ssssss
IMG_122222086

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ წარმოგიდგენთ ბერძნულ ფახლავას :))

სალამი ყველას 🙂 რამდენი ხანია არაფერი დამიწერია ახალი, სამწუხაროდ ვერაფრით მოვიცალე საწერად. ცხობით კი ვაცხობდი ბევრ ახალ და გემრიელ კერძს.

წარმოგიდგენთ ერთერთ მათგანს. უგემრიელესი  ბერძნული ფახლავა!

რა თქმა უნდა, ცნობილი ბერძენი შეფ მზარეულის რეცეპტის მიხედვით (სახელი არ მახსოვს რაღაც სასწაული ერქვა).

მაშ ასე, მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამოდენიმე სპეციფიური ინგრედიენტი და სპეციალური ყვერბი :). ასევე მეტალის წკირი (წვრილი შამფურიც გამოდგება).

უნდა შევიძინოთ ფილოს ცომი (თურქულ მარკეტში წერეთელზე იყიდება). ეს ცომი წარმოადგენს ძალზედ თხლად გაბრტყელებულ ოდნავ მარილიან ფურცლებს სახლში ცომის ასე გაბრტყელება უამრავ დროსა და ძალას წაგართმევთ. ასე რომ, სჯობს გამზადებული იყიდოთ. მე საერთოდ ნახევარფაბრიკატების მომხრე არ გახლავართ მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ვერსად გაექცევი:) თუმცა ამ მასალაში მავნებელი არაფერია და თამამად ისარგებლეთ.

შემდეგი რთულად საშოვარი ინგრიდიენტი გაგეცინებათ და ფისტა გახლავთ რადგან გვჭირდება უმარილო გარჩეული  ფისტა 1 თლილი ჭიქა და 5-10 მარცვალი შემდეგ გასახეხად და ზევიდან მოსაყრელად. გაყიდვაში ძირითადად მარილიანი მოხალული დისტა იყიდება საქართველოში. მე მოვახერხე კარფურში შოვნა სასურველი უმარილო ასაწონი ფისტის, მაგრამ ჩემს  ბოლო ორ ვიზიტზე ეს უკანასკნელი საერთოდ გაქრა მარკეტიდან :(.

ასევე დაგვჭირდება კანგაცლილი ნუში 1.5 თლილი ჭიქა;

დარიჩინი 2 ჩაის კოვზი;

და ნიგოზი 1 თლილი ჭიქა.

რაც შეეხება ყვერბს მისი ზომებია 27სმ x 40სმ მაღალ გვერდებიანი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როდესაც ცომს შამფურზე დავახვევთ და შემდეგ ორი ხელით მოჭიმავთ გარმონივით ცენტრისკენ ცომი უნდა დაიკავოს ყვერბის კედლებმა და არ უნდა მისცეს მას გასწორების საშუალება როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები

ეს შუშის ყვერბიც წერეთელზე თურქულ მარკეტში შევიძინე. თავისი შამფურით 🙂

ამის გარდა დაგვჭირდება გამდნარი კარაქი 150 გრამი;

სიროფისთვის:

ახალგაწურული ფორთოხლის წვენი1 თლილიჭიქა;

წყალი 2 თლილი ჭიქა;

შაქარი 2.5 თლილი ჭიქა ;

ნახევარი ლიმონის წვენი სურვილისამებრ (მე არ მიყვარს ზედმეტად ციტრუსის გემოს აძლევს);

10 ცალი მიხაკი;

თაფლი 4 სუფრის კოვზი .

მომზადების წესი:

ჩავყაროთ სამზარეულოს კომბაინში ფსტა, თხილი, ნიგოზი, დარიჩინი და დავფქვათ შეძლების და გვარად წვრილად.

შემდეგ გავასწოროთ დაფაზე ერი ფილოს ფირფიტა თხლად ფუნჯით ადგილ ადგილ გადავუსვათ კარაქი, დავადოთ მას მეორე ფილოს ცომის ლისტი მოვაყაროთ ხელით თხლად დაფქვილი მასა, დავადოთ მარჟვენა კიდეზე წკირი და გადავახვიოთ.

ორი ხელით მოჭიმოთ გარმონივით ცენტრისკენ, დავდოთ ყვერბზე და ოდნავ გადავუსვათ გამდნარი კარაქი. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მანამ სანამ 24-ვე ფირფიტა არ შეავსებს თქვენს ყვერბს. ღუმელში შედგმამდე ფახლავა დავჭრად სასურველი ზომის როლებად. გაითვალისწინეთ რომ ფირფიტები იმდენად თხელია რომ ადვილად შრება და ასევე მუშაობისას სასურველია არ დაგვეხეს. მოათავსეთ ყვერბი ღუმელში (ზედა ქვედა წვა) 180 გრადუსი ცელსიუსით 25 წუთი ან სანამ არ მიიღებს სასიამოვნო ოქროსფერ შეფერილობას.

სანამ ფახლავა ცხვება მოვხარშოთ სიროფი.

ამისათვის ყველა ინგრიდიენტი მოათავსეთ პატარა ქვაბში,  და წამოდუღებიდან  25 წუთი გააჩერეთ გაზქურაზე. ან სანამ ოდნავ არ შესქელდება.  შეგიძლიათ სიროფი მოხარშოთ ფახლავის გამოცხობამდე და გააგრილოთ სანამ ფახლავა გამოცხვება. აქ პატარა საიდუმლოა ეს იმისთვის კეთდება, რომ ყოვლად დაუშვებელია  ცხელი სიროფის დასხმა ცხელ ფახლავაზე. რომელიმე მათგანი აუცილებლად ცივი უნდა იყოს. ანუ ან სიროფია ცხელი და ფახლავა ცივი ან პირიქით. კოვზით ნელნელა მოვასხათ სიროფი ჩვენს ნამცხვარს ისე რომ თანაბრად დაიფაროს დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ ნახევარი საათი. მოაყარეთ თავზე გახეხილი ფისტაშკები და

:)გემრიელად მიირთვით!:)

დანიური სამზარეულო.

როგორც შენიშნეთ უკვე ერთი კვირაა არაფერი დამიწერია ჩემს ბლოგზე, მიზეზი მარტივია არ ვიმყოფები საქართველოში და ალბათ უკვე მიხვდით, რომ დანიაში გახლავართ. აღსანიშნავია რომ კოპენჰაგენი ულამაზესი ქალაქია, ძალზედ კოხტა, მოწესრიგებული და მეტად თბილი ხალხით დასახლებული ცივი კლიმატის მიუხედავად.

ქუჩებში დილაობით კაფეებთან რომ ჩაივლი ისეთი გემრიელი დანიური როლებისა და კრუასანების სუნი გამოდის შეუძლებელია არ შეირბინო და არ დააგემოვნო ეს არაჩვეულებრივი საკონდიტრო ნაკეთობები.

ფასებს რაც შეეხება ძვირია, მაგრამ ჩვენს ძვირადღირებულ და ჩემის აზრით არც თუ ისე ხარისხიან ანტრეზე იაფია. რატომ არ მომწონს და რა არ მომწონს ანტრეში ამაზე მოგვიანებით დავწერ სხვა პოსტში აქ კი ყველაფერ კარგზე მოგითხრობთ. დანიური საკონდიტროები უხვად იყენებენ მარციპანს. ვისაც გიყვართ ნუში აუცილებლად ჩამოდით დანიაში და გასინჯეთ ფენოვანი ცომის როლები მარციპანითა და დარიჩინით.

არანაკლებ გემრიელია ფენოვან ცომში ჩადებული პატისერიული ვანილის კრემი და სხვადასხვა ხილის კომბინაცია. დანიელები როგორც გერმანელები ხშირად ხმარობენ კულინარიაში რევანდს რომელიც საქართველოში მე არ შემხვედრია გაყიდვაში.

თუ ვინმემ იცით იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება მისი შოვნა. ამ მცენარის ფოთლის ტაროები ნამცხვარს ალუბალივით მომჟავო გემოს აძლევს. ძალზედ სასარგებლო და გემრიელია. ეს ყველაფერი კარგი, ამ ყველაფერს საფრანგეთშიც შეხვდებით, მაგრამ ყოვლად გამაოგნა ამ ქვეყნის პურის კულტურამ.

ასეთი გემრიელი პური როგორიც დანიაში მივირთვი არსად ევროპაში არ გამისინჯავს. აქ ძირითადად შავ პურს სცემენ პატივს. ვისაც მძიმე შავი ჭვავის პური უყვარს მას ესმის ჩემი აღფრთოვანება დანიური პროდუქციით. აქვე ავღნიშნავ რომ ყველაფერს რასაც ვყიდულობდით მარკეტში დიდი ასებით ეწერა, რომ ეკოლოგიურად სუფთა იყო. დენმარკი ნამდვილად იმსახურებს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნის წოდებას. ქალაქში სეირნობისას კრიშნაიდებსაც წავაწყდით. გაოცებული დავრჩი ამ ხალხის ბედნიერი და მხიარული ცხოვრების წესით.

ისინი ყველა მსურველს უსასყიდლოდ ინდურ საჭმელზე პატიჟებნენ. საკმაოდ საინტერესო კერძი გახლდათ, კარტოფილის პიურე და რაღაც ამოუცნობი მცენარეული წარმოშობის სუბსტანცია შენელებული კუმინითა და სხვა ინდური სანელებლებით, ცხარე სოუსითა და მასალით. ამავე დროს ცეკვავდნენ და უმღეროდნენ კრიშნას.

კრიშნას სადიდებელ ცეკვაში მეც ჩავერთე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ადამიანი შეიძლება ბედნიერი იყოს და ამისთვის სულაც არ სჭირდება ბევრი რამ.

რესტორნებში ძირითად ასორტიმენტს თევზეულისგან დამზადებული კერძები შეადგენს. ახლად დაჭერილი ლანგუსტინები შესანიშნავად ერითმება დანიურ ლუდს.

ყველაზე იაფი და უხარისხო საკვები ობიექტი აქ მაკდონალდსია სადაც ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენა იკვებება. დანიელებს ძალიან უყვართ ალკოჰოლური სასმელები და განსაკუთრებით ლუდი. რატომღაც აქამდე არ ვცემდი პატივს ტუბორგსა და კარლსბერგს ახლა კი სრულიად შემეცვალა აზრი ამ ორ მწარმოებელზე. აქედან შვედეთში მივემგზავრები საიდანაც აუცილებლად გაგიზიარებთ  ახალ შთაბეჭდილებებს.

გავსინჯოთ როგორ მურაბებს მიირთმევდა კარლსონი 🙂

ჟოლოს ტარტი – Tarte au framboise

რაღა დაგიმალოთ და უგემრიელესი ტარტია. რომელიც მარტივად და სწრაფად მზადდება. ტარტში ორნაირი კრემია  მაქვს გამოყენებული.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ჟოლო – თავის გასაფორმებლად საკმარისი რაოდენობა

ფხვიერი ცომი:
კარაქი – 126 გრამი (ცივი);
ფქვილი – 210 გრამი;
შაქრის პუდრი – 86 გრამი;
კვერცხის გული – 2 ცალი;
ვანილის ჩხირი – 1 ცალი;
ნუშის ფქვილი – 26 გრამი;
მარილი – 4 გრამი;

ჟოლოს კრემი:

ჟოლო – 2 ჭიქა

შაქარი – 2 ჭიქა

კარტოფილის სახამებელი – 4 სუფრის კოვზი

ჟელატინი – 3 ფირფიტა

ვანილის კრემი – პიერ ერმიეს რეცეპტის მიხედვით:

რძე – 450 მლ

ვანილის ჩხირი – 1 ცალი;

კვერცხის გული – 6 ცალი;

შაქარი – 100 გრამი

სახამებელი სიმინდის – 60 გრამი;

კარაქი – 45 გრამი;

კონიაკი – 2 სუფრის კოვზი;

დავიწყოთ ცომით. სამზარეულო კომბაინი ავაწყოთ საჭრელი დანით ჩავყაროთ ყველა მშრალი ინგრედიანტი (ფქვილი, შაქრის პუდრი, ნუშის ფქვილი, ვანილის ჩხირის შიგთავსი, მარილი)

რამოდენიმე იმპულსით კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ კვერცხი და მსხვილად დსაჭრილი კარაქი. კომბაინით ავთქვიფოთ ცომისებრი მასის მიღებამდე.

ჩავდოთ ჯამში გადავახვიოთ პოლიეთილენის ლენტი და მოვათავსოთ საყინულეში.

ჟოლოს კრემის მოსამზადებლად: მალინა და შაქარი დავყაროთ ტაფაზე და დავდგათ გაზქურაზე.

კარტოფილის სახამებელი გავხსნათ ნახევარ ჭიქა წყალში. კარგად ვურიოთ ჟოლოს სანამ შაქარი სრულად არ გადნება წვენში. დავამატოთ სახამებელი და განვაგრძოთ მორევა. ჟელატინის ფირფიტები დავალბოთ წყალში. როგორც კი ჟოლოს კრემი წამოდუღდება გამოვრთოთ ქურა და დავამატოთ ჟელატინის ფირფიტები. კარგად ავურიოთ.

ვანილის კრემის მოსამზადებლად: ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე შიგთავსი შევინახოთ, ქერქი კი რძესთან ერთად წამოვადუღოთ და გამოვრთოთ ქურა. მიქსერის ჯამში მოვთავსოთ კვერცხის გულები, შაქარი, ვანილის ჩხირიდან გამოფხეკილი მასა და სახამებელი. ავთქვიოთ კარგად და ნელ ნელა დავუმატოთ ცხელი რძე. ერთიანი მასის მიღების შემდეგ დავაბრუნოთ ქვაბში და მუდმივად ვურიოთ დაბალ ცეცხლზე. მასა გასქელდება და როგორც კი ადუღდება გამოვრთოთ. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე,

ავთქვიფოთ მიქსერით და დავუმატოთ კარაქი (კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის) და კონიაკი. კრემი მზადაა.

ცომი გამოვიღოთ საყინულიდან და სანამ ცივია სწრაფად გავაბრტყელოთ ტარტის ფორმის შესაბამისად. დავხვრიტოთ ჩანგლით და

მოვათავსოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე სანამ ცომი არ გახდება მუქი ოქროსფერი. ტარტი გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. ტარტის ფორმა ნახევარზე შევავსოთ ჟოლოს კრემით,

შემდეგ ფენად წავუსვათ ვანილის კრემი ისე რომ ტარტი ბოლომდე შეივსოს.

ზემოდან კი დავაწყოთ ჟოლო მაქსიმალურად მჭიდროდ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

🙂 გემრიელად მიირთვით 🙂

ლაზანია!

რაღა დაგიმალოთ და როდესაც მარი თუშიშვილმა მთხოვა ლაზანიის მომზადება ძალიან გამეხარდა, რადგან ამას დიდი ხანია ვგეგმავდი და არასდროს დრო არ მქონდა. ამდენი გადადება უკვე აღარ შეიძლებოდა და დღეს გადავწყვიტე მომემზადებინა იტალიური სამზარეულოს ეს უგემრიელესი კერძი. დამერწმუნეთ მისი დაუვიწყარი გემო ღირს მომზადებაზე დახარჯულ დროდ!

მაშ ასე თქვენ დაგჭირდებათ:

ყველი პარმეზანი (პარმეჯანო) – 100 გრამი;

ყველი ედემერი – 100 გრამი;

ძროხის ხორცი (უცხიმო, უძვლო) – 500 გრამი;

ფქვილი – 320 გრამი;

რძე – 1 ლიტრი

კვერცხი – 3 ცალი;

პომიდორის კონსერვი უკანოდ თავისივე წვენში – 250 გრამი;

ზეითუნის ზეთი;

კარაქი – 130 გრამი;

ბოსტნეულის ბულიონი – 140 მლ;

თეთრი ღვინო -5 მლ;

წითელი მშრალი ღვინო – 100 მლ (მე აღმომაჩნდა კაბერნე სუვინიონი);

მარილი;

პილპილი;

დაფნის ფოთოლი – 1 ცალი;

როზმარინის – 1 ტოტი;

ბეგქონდარა (Thymus) – 1 ტოტი;

დავიწყოთ.

თავდაპირველად მოვზილოთ კვერცხის ცომი ფენებისათვის: სამუშაო ზედაპირზე დავყაროთ 250 გრამი ფქვილი, ხელით გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ 5 მლ. ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, 2 კვერცხი და ერთი კვერცხის გული. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი. მოვზილოთ ხელით. ცომი საკმაოდ მაგარია და ბევრი ზელვა უნდა დაახლოებით 10-15 წუთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გავახვიოთ საკვებ პოლიეთილენის ფირში და მოვათავსოთ მაცივარში ნახევარი საათით.

სოუსი ბოლონეზე: გავატაროთ ხორცი, ტაფაზე დავასხათ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 50 გრამი კარაქი. გავაცხელოთ და მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ხახვი, გასრესილი ნიორი, ბეგქონდარა, დაფნის ფოთოლი და მოვთუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში.

ხორცის ფარშს დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მოვათავსოთ ტაფაზე (საშუალო ცეცხლზე) და კარგად გადავზილოთ სანამ არ დაიშლება ხორცის გროვები.

როგორც კი წვენი დაშრება დავამატოთ წითელი ღვინო. კიდევ ერთხელ დაველოდოთ წვენის დაშრობას, დავამატოთ როზმარინი, ტომატები, და ბოსტნეულის ბულიონი. კარგად მოვურიოთ და არამჭიდროდ დახურული თავსახურით, დაბამ ცეცხლზე გავაჩეროთ 40 წუთით.

სოუსი ბეშამელი: ტაფაზე მოვათავსოთ დარჩენილი კარაქი და გავადნოთ. დაველოდოთ სანამ კარაქი ოდნავ გამუქდება (მიაქციეთ ყურადღება არ დაიწვას) დავაყაროთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. გაითვალისწინეთ რომ ტაფა უნდა იყოს მაღალი ბორტებით ან სულაც პატარა ქვაბი გამოიყენეთ. კარდავ ვურიოთ სანამ ფქვილი გაუშვებს დამახასიათებელ სასიამოვნო არომატს. მცირე პორციებით დავუმატოთ რძე და თან ვურიოთ ხელის სათქვეფით კოშტების თავიდან ასაცილებლად.

ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ ვადუღოთ 2 წუთი და გადავდგათ ქურიდან.

ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან. სამუშაო ზედაპირს მოვაყაროთ ფქვილი და გავაბრტყელოთ ცომი (რაც შეიძლება თხლად 1-2 მმ). თუ შეატყობთ  რომ ცომი არ გემორჩილებათ დაასვენეთ 5 წუთი და განაგრძეთ. დაჭერით მართკუთხედებად თქვენი ფორმის ზომების შესაბამისად. გაითვალისწინეთ რომ მოხარშვისას ფენები ოდნავ გაიზრდება ზომაში. მოხარშეთ ფენები სათითაოდ ოდნავ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში.

მოხარშული ფენები მოათავსეთ მამაგიდაზე დაფენილ ალუმინის ფოლგაზე.

დავიწყოთ ლაზანიას აწყობა ფორმაში ძირზე თხელად წაუსვით სოუსი ბეშამელი და დააფინეთ პირველი ფენა ცომი მოაყარეთ ყველი ედამერი წაუსვით ისევ ბეშამელის სოუსი შემდეგ სოუსი ბოლონეზე და კვლავ ცომის ფენა.

ეს მოქმედება გაიმეორეთ სანამ ფორმას არ შეავსებთ (სულ 4 ფენა). აწყობას ვასრულებთ ცომის ფენით რომელსაც თავზე მოვაყრით გახეხილ პარმეზანს.

მოვათავსოთ წინასწარ 180 c გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

🙂 გემრიელად მიირთვით 🙂

Previous Older Entries